პროექტის სახელი: მზესუმზირის განვითარების ეტაპები.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები თესავენ მზესუმზირას და აკვირდებიან მის ზრდა-განვითარებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სკოლის საცდელ ნაკვეთზე თესავენ მზესუმზირის მარცვლებს, რათა შემდგომ დაკვირვება აწარმოონ მის ზრდა-განვითარებაზე, ისინი დროთა განმავლობაში ყურადღებით აკვირდებიან თავიანთ დათესილ მარცვლეულს, თუ როგორ ღივდება ის ნიადაგში და პირველი მცენარის ნაწილი როგორ წარმოიქმნება. მოსწავლეებმა აღმოცენებული მზესუმზირის ნაწილი გამარგლეს და ნაწილი დატოვეს გასამარგლი დასაკვირვებლად, თუ როგორ ახდენს ნიადაგი და მოვლა მის განვითარებაზე და დროთა განმავლობაში ნახეს რომ გამარგლილ ტერიტორიაზე მზესუმზირის ღერო და ყვავილი უფრო მსხვილი იყო, ვიდრე გაუმარგლავზე. თავიანთი თვალით დაინახეს რომ გაუმარგლავ ადგილას მცენარე ნაკებად გაიზარდა, ვიდრე გამარგლულზე. მთელი ამ დროის მანძილზე მოსწავლეები აგროვებდნენ როგორც დაკვირვბის შედეგებს, ასევე იღებდნენ სურათებს და ვიდეო მასალას, ავსებდნენ ცხრილებს და დიაგრამებს.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: მარტი-აგვისტო
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, მზესუმზირის შესახებ ინფორმაციების მოძიება, დაკვირვების შედეგად სურათების გადაღება და მათი ატვირთვა ვებ-გვერდზე, შესრულებული ნამუშევრებისა და სურათების გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება მოსწავლეთა ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტების შედეგებს.
სარგებელი სხვებისთვის: გაიღრმავონ ცოდნა მზესუმზირისნაირ მცენარეთა განვითარების ეტაპებზე, სკოლის ნიადაგის მოვლა-პატრონობა.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 124-ე საჯარო სკოლა, 106-ე საჯარო სკოლა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით გაიუმჯობესებენ მოსწავლეები თავიანთ ცოდნას და უნარებს შემდეგ საგნებში: ბუნებაში, ქართულში, ხელოვნებაში.
პროექტის ფასილიტატორი: შორენა ყაჩმაზაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: shoreee@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: shorenakachmazashvili.blogspot.com
Monday, March 29, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)